სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში, შპს გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრ ,,გეოგრაფიკი“-მა სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, განსახილველად წარმოადგინა აჭარის სახელმწიფო ტყის ფონდში მიმდინარე ტყის ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობა) ხულოს სატყეო ადმინისტრაციისტყის მართვის გეგმის მასალები.
21 მარტი ,,ტყეების საერთაშორისო დღეა“. 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლიის მიერ გამოცხადდა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე, განადგურებული ტყის ტერიტორიის აღდგენა.
აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციების (ქობულეთი, ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური) ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმა გამწვანების აქცია, სადაც დარგეს კრიპტომერიის, ფიჭვის, მუხის, აკაციის, ცაცხვის,იაპონური მუხის, რცხილის და კედარის ნერგებს სულ 1350 ძირი. ამ დღეს დაითესა სპეციალურად მომზადებულ ტერიტორიაზე კედრის ჯიშის თესლი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ თიკერში, ნერგების დარგვის აქციაში ქობულეთის სატყეო საგეენტოს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სასტუმრო შერატონის წარმომადგენლებმა. სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე დაირგო აკაციის, ცაცხვის, იაპონური მუხის, ფიჭვის და რცხილის ნერგები, სულ 1000 ძირამდე.
აქციის ფარგლებში, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ საჯარო სკოლის მოსწავლებს სადაც ისაუბრნენ ტყის მოვლისა და დაცვის მნიშვნელობაზე.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2023 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს, ტყის მართვის გეგმის (ტყეთმოწყობის) საფუძველზე ტერიტორიული ადმინისტრაციების (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ტყის ფონდში არანაკლებ 25 კმ. ახალი სატყეო - სამეურნეო დანიშნულების მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობა და არანაკლებ 100 კმ. არსებული გზის შეკეთება.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში, შპს გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრ ,,გეოგრაფიკი“-მა სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, განსახილველად წარმოადგინა აჭარის სახელმწიფო ტყის ფონდში მიმდინარე ტყის ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობა) ქობულეთისა და ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციების ტყის მართვის გეგმის მასალები.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ მიმდინარე წელს ტერიტორიული სატყეო ადმინისტრაციების ტყის ფონდში დაგეგმილი 25000 გრძ. მეტრი ახალი სატყეო სამეურნეო გზის მშენებლობის ნაცვლად 31888 გრძ. მეტრი გზა მოაწყო და შეაკეთა 116 361 გრძ. მეტრი არსებული გზა. 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წელს გაყვანილია 12888 გრძ მეტრით მეტი ახალი და შეკეთებულია 20273 გრძ. მეტით მეტი არსებული სატყეო სამეურნეო გზა.
აჭარის სატყეო სააგენტო აგრძელებს გზების მოწყობით სამუშაოებს.