აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე შუახევის მუნიციპალიტეტში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში სატყეო მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.
მინისტრმა შუახევის სატყეო ადმინისტრაციაში მოქმედი ლაბორატორია მოინახულა, სადაც ლაბორატორიის მუშაობის, მიმდინარე კვლევებისა და ტყის დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ლაბორატორია უზრუნველყოფს ტყის ტერიტორიაზე გამოვლენილი მავნებლებისა და დაავადებების იდენტიფიკაციას, მათი გავრცელების მასშტაბისა და მოსალოდნელი ზიანის შეფასებას, ასევე შესაბამისი პრევენციული და საკონტროლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.







პროექტი “ტყის მდგრადი მართვა აჭარაში” (SMFIA, პროექტი), რომელსაც ახორციელებს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო KFW ს თანადაფინანსებით, წარმოადგენს WWF Caucasus, WWF Germany-სა და Hessenforst-ის ერთობლივ საქმიანობას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტყის სანიტარული დათვალიერების და სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზების და ტყეში გავრცელებული მავნებელ-დაავადებების შესწავლის მიზნით, დაგეგმილი იყო ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციების ტყის ტერიტორიების მონიტორინგი.
შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ და გაიცა ახალი რეკომენდაციები მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ.
ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იყო, WWF- წარმომადგენლები, როლფ შულცკი - უფროსი ტექნიკური მრჩეველი, ოლივერ შულცი - ჰესენის სატყეო ადმინისტრაციიდან მოწვეული ექსპერტი, ტყის მავნებელ დაავადებების მიმართულებით.





უნებართვო ჭრების ან სხვა ფორმით ტყის დაზიანების ნიშნებისდაფიქსირების შემთხვევაში დარეკეთ:
577 232 242 ან 577 162 223
.