აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ ახალი ხელმძღვანელი ელდარ ცინცაძე წარუდგინა.
ელდარ ცინცაძეს სახელმწიფო სექტორში ხელმძღვანელ და წამყვან პოზიციებზე მუშაობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ეკოლოგიური ექსპერტიზის სპეციალიზაციით.
ამავე შეხვედრაზე მინისტრმა მოადგილის პოზიციაზე წარადგინა გიორგი ჯინჭარაძე, რომელიც პროფესიით სატყეო საქმის სპეციალისტია.



ღონისძიების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული სატყეო ზონების დასუფთავება განხორციელდა.



ნუ გააჩენ ხანძარს, ნუ შეუქმნი საფრთხეს ფლორას და ფაუნას. გადავარჩინოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო !
დაფიქრდით!
ხანძარი უმიზეზოდ არ ჩნდება!
ცეცხლი–ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ანადგურებს არა მარტო ტყეს, არამედ კლავს ცხოველებს, ფრინველებს და ხშირად ადამიანებსაც კი, ამიტომ ეს არ დაუშვათ.
ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივმა მოვლენებმა, მაგალითად მეხის ჩამოვარდნა (რაც იშვიათია) და ადამიანის ქმედებებმა:
ü თუ თყეში ხანძარი შენიშნეთ, მაშინვე დარეკეთ 112-ზე და არ გათიშოთ ტელეფონი, ვიდრე არ აუხსნით დაწვრილებით ყველა დეტალს ხანძრის შესახებ: ადგილმდებარეობა, მისასვლელი გზა, ხანძრის ხარისხი, ხანძრის ტიპი.
ü არ მიიმალოთ ხანძრის ადგილიდან, სანამ მაშველი არ მოვა.შეეცადეთ, როგორმე დაიწყოთ ხანძრის ჩაქრობა.
ü გაჩაღებულ ცეცხლს დაასხით წყალი ან დააყარეთ მიწა.
ü ხის ტოტების ჩასაქრობად გამოიყენეთ სველი ტანსაცმელი.
ü ცეცხლის ჩაქრობისას კარგად დარწმუნდით, რომ ნამდვილად აღარ გაჩაღდება ხელახლა ცეცხლი.
ü თუ ცეცხლი ძალიან ძლიერია, სასწრაფოდ დატოვეთ ხანძრის ადგილი.
ü იარეთ ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გზის, ნაკადულის ან მდინარის ნაპირის გასწვრივ.
უსაფრთხოების წესები ტყეში ხანძრის თავიდან ასაცილებლად: