ღონისძიების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული სატყეო ზონების დასუფთავება განხორციელდა.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსმა ჯუმბერ აბულაძემ უმასპინძლა ჩრდილოეთ გერმანიის მეტყევე-სპეციალისტთა გაერთიანებულ ჯგუფს.
სტუმრებს გააცნეს, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ მიმდინარეობა, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KFW-ს მეშვეობით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი აჭარის სატყეო სააგენტოს, ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ გარდაქმნას ითვალისწინებს. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ტყის მდგრადი მართვის სრული ციკლი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიც არის ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარების დაბალანსებას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადაპირებული მართვის ტექნიკის კრიტიკული საჭიროება.
ხაზგასმით აღნიშნეს აგრეთვე, ტყის მდგრადი მართვის მიღწევის პოტენციალი, როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით. ასევე განხილული იყო ტყეზე მისი ზემოქმედების შესამცირებელი სტრატეგიები
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსა და გერმანელ მეტყევეებს შორის შეხვედრა ხელს უწყობს იდეების, ექსპერტიზისა და სტრატეგიების გაცვლას, რომელიც მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის განვითარებას და გლობალურად ტყეების წინაშე მდგარი არსებული გამოწვევების მოგვარებას.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2023 წლის პროგრამის ,,ტყის მოვლა-დაცვის“ ფარგლებში ახორციელებს ტყის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რაც სააგენტოს ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთ განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.