ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსმა, ელდარ ცინცაძემ, ქედის, შუახევის და ხულოს სატყეო ადმინისტრაციებში სამუშაო შეხვედრები გამართა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსმა, ელდარ ცინცაძემ, ქედის, შუახევის და ხულოს სატყეო ადმინისტრაციებში სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებს გაცნობითი და სამუშაო ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის, პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების გაცნობას.

შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებას, სატყეო საქმიანობის ეფექტიან და კოორდინირებულ განხორციელებას, ასევე სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერებისა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას.

განხილულ იქნა ტყის დაცვისა და მართვის ხარისხის ამაღლების მნიშვნელობაც. შეხვედრებს ესწრებოდნენ სააგენტოს უფროსის მოადგილეები — გიორგი ჯინჭარაძე და ავთანდილ მახარაძე, აგრეთვე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

Pin It