ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

მწვანე მომხმარებლის დღე

???? 28 სექტემბერი მწვანე მომხმარებლის დღეა! ????????
საქართველოში მწვანე მომხმარებლის დღე 2017 წლიდან აღინიშნება. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს თანამედროვე მომხმარებლური ქცევის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოების მოტივირებას, რათა მასობრივი, არამდგრადი მომხმარებლური ჩვევები მდგრადი და მწვანე არჩევანით ჩანაცვლდეს.
???? აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით,(კვირეულის ფარგლებში) სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ უმასპინძლა ქ. ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ ჩაუტარდათ ლექცია-სემინარი, მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „მწვანე“ მომხმარებლობის ხელშეწყობა, რაც ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასევე, მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
???? „მწვანე” მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ პროდუქტს, რომელიც მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე (რესურსის მოპოვება, წარმოება, ტრანსპორტირება, ექსპლუატაცია, უტილიზაცია) ნაკლებად აბინძურებს გარემოს. „მწვანე” პროდუქტი შეიძლება იყოს საკვები, სამომხმარებლო ელექტროტექნიკა, ავტომობილები, სასტუმრო და საბანკო მომსახურებაც კი.
Pin It