ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • ბუნების ძეგლები

    ბუნების ძეგლები ,,წითელი ნუსხის სახეობები'' ...
    იხ. ვრცლად...
  • საინტერესო ადგილები

    აჭარის საინტერესო ადგილები
    იხ. ვრცლად...
  • ფოტო გალერეა

    იმოგზაურეთ ვირტუალურად ჩვენს კუთხეში
    იხ. ვრცლად...
  • ტერიტორიული ერთეულები

    სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები
    იხ. ვრცლად...

არ დატოვო კოცონი უყურადღებოდ!

ნუ გააჩენ ხანძარს, ნუ შეუქმნი საფრთხეს ფლორას და ფაუნას. გადავარჩინოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო !

ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

  
ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის ანდა სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა ან ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გარკვეულ ფართობზე გავრცელება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, რომელსაც დაემატება გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა.

ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.

ტყეში კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალში, ტყის დაზიანებულ უბნებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყეში კოცონის დანთება დასაშვებია სპეციალურად მოწყობილ ბაქანზე, რომელიც 1,5 მ რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან (ხმელი ბალახი, ფიჩხი, ფოთლები).

 

 

Pin It