სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2023 წლის პროგრამის ,,ტყის მოვლა-დაცვის“ ფარგლებში ახორციელებს ტყის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რაც სააგენტოს ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთ განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ისეთი ინვაზიური მანებელ -დაავადებების გავრცელებას, რომლებიც ადრე არ იყო, ხოლო მავნებლები, რომლებიც ნაკლებად გვხდებოდა მასიურად გამრავლდა და გააფართოვა თავისი გავრცელების არეალი, ამიტომ აუცილებელი გახდა მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების გატარება (ფერომონიანი მწერსაჭერები, მწერდამჭერი ხეები, სასარგებლო მწერის რიზოფაგუსის გამოყვანა და ნაძვნარებში ჩასახლება).
ხულოსა და შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ნაძვნარ კორომებში განთავსებულია 3100 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერი, რომლის მიზანს წარმოადგენს ნაძვის სახეობისათვის დამახასიათებელი მწერის (ლაფანჭამიას) დაჭერას და მათი რიცხოვნობის შემცირებას. აღნიშნული ღონისძიებით დაჭერილია 41 კგ. მავნე მწერი. (ცნობისათვის 185 ცალი მწერი წონით 1 გრამს შეადგენს). ანუ 2023 წელს მიმდინარე პერიოდისათვის ნაძვნარ კორომებიდან ამოღებულია 7 585 000 ცალი მავნე მწერი. (სურ.1,2,3.4)
ასევე სოფლის მიმდებარე ტყის ზოგიერთ უბანში (დაბაძველი, ნიგაზეული, დიაკონიძეები, უჩხო, ქედლები და სხვა) ქერქიჭამია მავნებლების წინააღმდეგ განთავსდა მწერდამჭერი ხეები, რაც მეტად ეფექტური აღმოჩნდა. (სურ. 5,6,7,8.)
არანაკლებ საშიში მავნებელია ნაძვის დიდი ლაფანჭამია, რომელმაც უმნიშვნელო რაოდენობით იჩინა თავი, რომელსაც ჯერ-ჯერობით სამეურნეო ზიანი არ მოაქვს, მაგრამ პრევენციული ღონისძიების განხორციელების მიზნით, ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანილი იქნა რიზოფაგუსი და ჩასახლდა ნაძვნარებში. (სურ. 9,10,11,12)