ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობა

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2023 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს, ტყის მართვის გეგმის (ტყეთმოწყობის) საფუძველზე ტერიტორიული ადმინისტრაციების (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ტყის ფონდში არანაკლებ 25 კმ. ახალი სატყეო - სამეურნეო დანიშნულების მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობა და არანაკლებ 100 კმ. არსებული გზის შეკეთება.

გზების მშენებლობისა და შეკეთების მიზანია მოსახლეობამ, სოციალური მიზნით მერქნით სარგებლობისთვის ეფექტურად შეეძლოს, როგორც საშეშე ისე სამასალე ხე-ტყით მომარაგება.

მიმდინარე ეტაპზე უკვე გაკეთებულია 17 კმ. ახალი გზა, ხოლო შეკეთებულია 65 კმ. არსებული გზები.

1
2
3
4
5
7
8
6
10
9
11
12
13

Pin It