ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

მარადმწვანე კოლხური ბზის შენარჩუნებისა და მისი გამრავლების ხელშეწყობა

მარადმწვანე კოლხური ბზა (Boxus colchica), უძველესი რეფუგიუმის წარმომადგენელი, რომელმაც მრავალ ათასწლეულ კატაკლიზმას გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია დღეს მის არსებობას გადაშენების საფრთხე ემუქრება, რაც ორი მიზეზითაა გამოწვეული: მავნე მწერის ბზის ალურას და პათოგენური სოკოს ზემოქმედებით. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა სამწუხაროდ შედეგი  არ არის დამაკმაყოფილებელი.

მარადმწვანე კოლხური ბზის შენარჩუნებისა და მისი გამრავლების მიზნით,  სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს წინასწარ აღრიცხული ჯანსაღი ბზებიდან ყოველწლიურად ხდება კალმების აღება, ნერგების გამოყვანა და აჭარის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადატანა.

მიმდინარე წელსაც ტრადიციულად სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სააგენტოს ეზოში დაკალმებული იქნა 500 ცალი კოლხური ბზა, ხოლო გასულ 2022 წელს 1000 ძირზე მეტი იქნა დაკალმებული სსიპ აჭარის სატყეო საგენტოს თიკერის სატყეოს ტერიტორიის სანერგეში, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და მომავალი წლისთვის მზად იქნება გადასატანად ტყის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება მისი კონტროლი

1
2
4
5
3
7
6

Pin It