ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • ბუნების ძეგლები

    ბუნების ძეგლები ,,წითელი ნუსხის სახეობები'' ...
    იხ. ვრცლად...
  • საინტერესო ადგილები

    აჭარის საინტერესო ადგილები
    იხ. ვრცლად...
  • ფოტო გალერეა

    იმოგზაურეთ ვირტუალურად ჩვენს კუთხეში
    იხ. ვრცლად...
  • ტერიტორიული ერთეულები

    სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები
    იხ. ვრცლად...

შეხვედრა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსა და თურქეთის რესპუბლიკის, ართვინის სატყეო მერნეობის სამხარეო სამმართველოს შორის

    2022 წლის ნოემბერში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსა და თურქეთის რესპუბლიკის, ართვინის სატყეო მერნეობის სამხარეო სამმართველოს შორის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა ორ დღიანი შეხვედრა, სადაც მეტყევე სპეციალისტებმა ერთობლივად დაათვალიერეს ართვინის ტყის სანიტარული მდგომარეობა, იმსჯელეს ტყის ზოგიერთი სახეობის გაუარესების გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

Screenshot-2022-12-15-093751
Screenshot-2022-12-15-093718
Screenshot-2022-12-15-093832
Screenshot-2022-12-15-093812
Screenshot-2022-12-15-093845
Screenshot-2022-12-15-093857

    აღინიშნა, რომ ცუდი სანიტარული მდგომარეობით გამოირჩევა ჩვეულებრივი საჭმელი წაბლი (castanea sativa mill.), რომელიც განიცდის სხვადასხვა სახის მავნებელ დაავადებების ზემოქმედებას ე.წ. წაბლის კიბო, რომლის გამომწვევია სოკო cryphonectria parasitica, იგივე (endothia parasitica), წაბლის მელნისებრი დაავადება რომელსაც იწვევს სოკო phyrophthora cambivora, ხოლო მავნე მწერებიდან მცირე დასახლებითა და მავნეობით გამოირჩევა წაბლის ნაღმისებური ჩრჩილი. ამჟამად მცირე გავრცელებით შეინიშნება მეტად საშიში მავნე მწერი dryocosmus kuriphilus, რომელიც ჯერ-ჯერობით საქართველოში არ დაფიქსირებულა.

    ასევე წაბლის სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები და ლაბორატორიაში ერთობლივად განხორციელდა სხვადასხვა სამუშაოები.

 

 

 

Pin It