2022 წლის 22, 23 და 24 ივნისს სსიპ აჭარის სატყეო საგენტო მასპინძლობდა საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში I სამუშაო ჯგუფის „ტყის აღდგენა და დაცვა“ დაგეგმილ ღონისძიებებს.
დღის წესრიგის შესაბამისად პირველი დღე დაეთმო სსიპ აჭრის სატყეო სააგენტოში ვიზიტს. წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები , როგორც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსსიპ დაცული ტერიტორიების, ასევე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე გასულ წელს განხორციელებული საქმიანობების შედეგების განხილვისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს შორის მოხდა აზრთა გაზიარება და მსჯელობა ტყის დაცვის, ტყის მოვლა-აღდგენისა და ტყის მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე.
დღის წესრიგის მიხედვით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსმა რეზო ვასაძემ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც განხილული იქნა სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოები. კერძოდ:
ჩვეულებრივი საჭმელი წაბლის კიბოს წინააღმდეგ, რომლის გამომწვევია სოკო Cryphonectria parasitica-.მისი უარყოფითი ზემოქმედებით ადგილი აქვს წაბლის ხეების ხმობას როორც ერთეული ხეების სახით ასევე ჯგუფურად, 2018 წლიდან სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მიერ მიმდინარეობს ლაბორატორიაში ჰიპოვირულნტური შტამების გამოყვანა და წაბლის ხის ქერქის ქვეშ ჩასახლება (ინოკულაცია).ლაბორატორიული ხერხით გამოყვანელი ჰიპოვირულენტური შტამების ჩასახლება ხდება სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხულ წაბლნარებში. რომელზეც არსებობს შესაბამისი ელექტრონული რუქები. ასევე გამოყოფილია სანიმუშო ფართობი სელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის კირნათის სატყეოსი მაღლაკონის მიმდებარედ.
ლაბორატორიაში ნაძვის მავნებელი ქერქიჭამიების წინააღმდეგ ყოველწლიურად მიმდინარეობს სასარგებლო მწერის ფორმიკარიუსის გამოყვანა და ქერქიჭამიებით დასახლებული ნაძვის ქერქის ქვეშ ჩასახლება. 2014 წლიდან სახელმწიფო მიზნობრივი პროგრმის ფარგლებში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მიერ მიმდინარეობს ქერქიჭამიებით დაავადებულ ნაძვნარებში ფერომონიანი მწერსაჭერების განთავსება და მონიტორინგი.
სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით საველე პირობებში ჯგუფის მიერ ერთობლივად იქნა დათვალიერებული სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ-დავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მიერ დაავადებულ წაბლნარებში წაბლის კიბოს დაავადების შესაჩერებლად განხორციელებული ჰიპოვირულენტური სოკოს შტამების ჩასახლების კვარტლები. გაირკვა, რომ ჩასახლებულ კვარტლებში დაავადების გამომწვევი პათოგენის მოქმედების აგრესიულობა შენელებულია და წაბლნარებში დაწყებულია გამოჯანსაღების პროცესი.
დღის წესრიგით სამუშაო ჯგუფის მიერ ასევე განხორციელდა საველე გასვლა შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე, კერძოდ ღომას მთაზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის პროცესის მიმდინარეობის დათვალიერების მიზნით. სადაც ბუნებრივი განახლების პროცესი კარგად მიმდინარეობს. სულ 2014 წლიდან დღემდე აჭარის სატყეო სააგენტო ტყის ბუნებრივი განახლების ღონისძიებებს ანხორციელებს 1200 ჰექტარამდე ტყის დეგრადირებულ-მეჩხერ ფართობზე. აჭარის სატყეო სააგენტოს საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით, აღნიშნული ფართობის ოდენობა ყოველწლიურად იზრდება არანაკლებ 100 ჰექტარით.