სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო აცხადებს ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ აჭი-გოგიეთის სატყეოში უბან გომის მთის ტერიტორიაზე საორიენტაციოდ 4900 კბ.მ მოთხრილ-მოტეხილი (ძირნაყარი) ხე-ტყის დამზადებას ინტერესთა გამოხატვის გზით, ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად
- დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ამ განაცხადის შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში.
- გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2019 წლის (1 სექტემბრამდე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელის გადახდის საფუძველზე, დამზადებული მერქნული რესურსი სრულად გადაცემის სანაცვლოდ უზრუნველყოს, ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის მიერ აჭი-გოგიეთის სატყეოს ტერიტორიაზე ტყის მოვლის და აღდგენის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი სანიტარული ტყეკაფების 4 900 კბმ ხე-ტყის სრულად დამზადება.
- გამარჯვებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდეს 1 მეტრი და მეტი სიგრძის, წვრილი თავიდან 8 სმ და მეტი დიამეტრის, მრგვალი ხე-ტყის დაფირნიშება, თითოეულ გამოყენებულ ფირნიშზე 0,5 ლარის გადახდევინებით.
- გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა გადაიხადოს „ტყითსარგებლობისწესისდამტკიცებისშესახებ“ საქართველოსმთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების დანართი 4-ით განსაზღვრული ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.
- გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2019 წლის (1 სექტემბრამდე) უზრუნველყოს ხარისხდაკარგული ხე-ტყის ადგილზე ჩაჩეხვა ან სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დასაწყობება. ტოტების და დაჩეხილი მერქნის 200 მდე დახრილობის ფერდობებზე დახურგვა 1 მ სიმაღლემდე, ხოლო 200 და მეტი დაქანების ფერდობებზე მოფანტვა.
- გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებისათვის მიაწოდოს არანაკლებ 20 000 გრძივი მეტრი ეკლიანი მავთულიკვეთა არანაკლებ 2,5 მმ-ის ან ორმაგი მავთულით თითოეულის კვეთა არანაკლებ 1,8 მმ.
- გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, მთლიანი სამუშაოების ღირებულების 10% - 31 500 ლარის ოდენობით.
- უპირატესობა მიენიჭოს პირს, რომელიც დამზადებულ ხე-ტყეს გადაამუშავებს ადგილობრივ საწარმოებში და ბრიკეტების/პალატების წარმოების მოწყობას თავისი მოთხოვნის შემთხვევაში ან/და მოქმედი საწარმოებისათვის ჭრის ნარჩენების გადამუშავებისათვის ხელმისაწვდომობას.
- გამარჯვებული პირი ვალდებულია თანმიმდევრობით მოახდინოს ტერიტორიის გაწმენდა, გასუფთავება ზემოთ მითითებული ცალკეული კვარტლებისა და უბნების მიხედვით.
- ხელშეკრულების ვადები შეიძლება შეიცვალოს ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში.