აჭარის სატყეო სააგენტო აქტიურ მუშაობას ატარებს რაიონულ ადმინისტრაციებში. 25.02.2015
შეხვედრა ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციაში გაიმართა. აღნიშნული ტრენინგების მიზანია ტყითსარგებლობის ხელშეწყობა, ტყით სარგებლობის წესების დარღვევების პრევენცია, სატყეო-სამეურნეო გზების შეკეთება, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა, გასულიწლის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა და სხვა.
ანალოგიური შეხვედრები გაიმართა ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციებთან.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო, ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის ტყის დაცვის სპეციალისტებთან ერთად, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს თიკერის სატყეოში გაშენებული ენერგეტიკული ტყის კულტურებში ნიადაგის აგროქიმიური შემადგენლობის ხარისხის გაუმჯობების მიზნით მინერალური სასუქებისა და ბიოსტიმულატორების შეტანას. პარალელურად მიმდინარეობს ვერხვნარ კულტურებზე შესწავლილი სოკოვანი დაავადებისა და მავნებლების წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატებით დამუშავება.
2015 წელში დაიწყო მუნიციპალიტეტებში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 595 000 (ხუთასოთხმოცდათხუთმეტიათასი) ლარი, რომელიც უნდა დასრულდეს მიმდინარე წელში.
27.02.2015 მოსახლეობის მიერ სოციალური ჭრებით ხე-ტყის ათვისების ხელშეწყობის მიზნით სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ს მიერ 2015 წლის განმავლობაში დაგეგმილია 25 კილომეტრი ახალი სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზის მშენებლობა. დღეის მდგომარეობით გაყვანილია 2,9 კილომეტრი ახალი გზა, მიმდინარეობს სამუშაოები. სამუშაოები ძირითადათ სრულდება აჭარის სატყეო სააგენტოს კუთვნილი 5 ერთეული ბულდოზერებით.
გზების მშენებლობის მიმდინარეობა შუახევის სატყეოს ადმინისტრაციის ჭვანის სატყეოს კვარტალ #42-ში და ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ხიხაძირის სატყეოს კვარტალ #18-ში (სასკისხევში) დაათვალიერეს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ჯუმბერ აბულაძემ, ტყის მართვის სამსახურის უფროსმა ავთანდილ მახარაძემ და გზების მშენებლობის სპეციალისტმა ჯიმშერ დიასამიძემ.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მავნებელ-დაავადებათა სამსახურის მიერ ტყის სანიტარული მდგომარეობის შესწავლის მიზნით განხორციელდა მონიტორინგი. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ აჭარის ტყის ფონდში არსებული წაბლნარები 100% დაავადებულია, რომლის გამომწვევია წაბლის ქერქის კიბო (Gryphonectria parasitia),რომელიც დასახლებულია მურა ლაქის სახით წაბლის ფოთოლზე, ტოტებზე და ფესვებზე, მისი გავრცელებისა და ინტენსივობის ხარისხი განპირობებულია სხვადასხვა ხელშემწყობი ბიოტური, აბიოტური და ანტროპოგენული ფაქტორებით.