სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2023 წლის პროგრამის ,,ტყის მოვლა-დაცვის“ ფარგლებში ახორციელებს ტყის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რაც სააგენტოს ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთ განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
2022 წლის ნოემბერში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსა და თურქეთის რესპუბლიკის, ართვინის სატყეო მერნეობის სამხარეო სამმართველოს შორის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა ორ დღიანი შეხვედრა, სადაც მეტყევე სპეციალისტებმა ერთობლივად დაათვალიერეს ართვინის ტყის სანიტარული მდგომარეობა, იმსჯელეს ტყის ზოგიერთი სახეობის გაუარესების გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო აცხადებს შუახევის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ოლადაურის სატყეოს კვარტალ №17 -ში საორიენტაციოდ 4 000 კბმ და ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ აჭი-გოგიეთის სატყეოში უბან გომის მთის ტერიტორიაზე № 36, 37, 50, 51, 53, 54, 55, კვარტლებში, საორიენტაციოდ 3 000 კბ.მ გასულ წლებში მოთხრილ-მოტეხილი (ძირნაყარი) ხე-ტყის დამზადებას ინტერესთა გამოხატვის გზით, ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2023 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს, ტყის მართვის გეგმის (ტყეთმოწყობის) საფუძველზე ტერიტორიული ადმინისტრაციების (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ტყის ფონდში არანაკლებ 25 კმ. ახალი სატყეო - სამეურნეო დანიშნულების მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობა და არანაკლებ 100 კმ. არსებული გზის შეკეთება.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო აცხადებს ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ აჭი-გოგიეთის სატყეოში უბან გომის მთის ტერიტორიაზე საორიენტაციოდ 4900 კბ.მ მოთხრილ-მოტეხილი (ძირნაყარი) ხე-ტყის დამზადებას ინტერესთა გამოხატვის გზით, ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად