ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

დაფიქრდით! ხანძარი უმიზეზოდ არ ჩნდება!

დაფიქრდით!

ხანძარი  უმიზეზოდ  არ ჩნდება!

    ცეცხლიეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ანადგურებს არა მარტო ტყეს, არამედ კლავს  ცხოველებს, ფრინველებს და ხშირად ადამიანებსაც კი, ამიტომ ეს არ დაუშვათ.

ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივმა მოვლენებმა, მაგალითად მეხის ჩამოვარდნა (რაც იშვიათია) და ადამიანის ქმედებებმა:

ü  თუ თყეში ხანძარი შენიშნეთ, მაშინვე დარეკეთ 112-ზე და არ გათიშოთ ტელეფონი, ვიდრე არ აუხსნით დაწვრილებით ყველა დეტალს ხანძრის შესახებ: ადგილმდებარეობა, მისასვლელი გზა, ხანძრის ხარისხი, ხანძრის ტიპი.

ü  არ მიიმალოთ ხანძრის ადგილიდან, სანამ მაშველი არ მოვა.შეეცადეთ, როგორმე დაიწყოთ ხანძრის ჩაქრობა.

ü  გაჩაღებულ ცეცხლს დაასხით წყალი  ან დააყარეთ მიწა.

ü  ხის ტოტების ჩასაქრობად გამოიყენეთ სველი ტანსაცმელი.

ü  ცეცხლის ჩაქრობისას კარგად დარწმუნდით, რომ ნამდვილად აღარ გაჩაღდება ხელახლა ცეცხლი.

ü  თუ ცეცხლი ძალიან ძლიერია, სასწრაფოდ დატოვეთ ხანძრის ადგილი.

ü  იარეთ ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გზის, ნაკადულის ან მდინარის ნაპირის გასწვრივ.

უსაფრთხოების წესები ტყეში ხანძრის თავიდან ასაცილებლად:

 

 

      ტყეში არ გადააგდოთ ანთებული ასანთი ან სიგარეტის ნამწვი! ერთ ხისგან შეიძლება მილიონობით ასანთის დამზადება, მაგრამ ერთმა ასანთმა შეიძლება მილიონობით ხე გაანადგუროს.

 

  

       არ დატოვოთ გამოყენებული მინის ჭურჭელი ან მინის ნატეხები ტყეში იქ, სადაც მზე დაანათებს მათ. მზის სინათლის ფოკუსირებით მინის ნატეხებმა ხმელ ბალახთან შეხებით შეიძლება ცეცხლი გააჩინოს. 

 

        

     არ დატოვოთ ცეცხლსაშიში ნივთიერებებით გაჟღენთილი  ნივთები ტყეში!

 

     

     არ გააჩაღოთ კოცონი:  ახალგაზრდა წიწვოვნებში;დაზიანებული ტყის უბნებში; გამხმარი ან ხმობადი ბალახის მიმდებარედ; ტორფიან ადგილებში; ხის ვარჯის ქვეშ.

 

     თუ დაგჭირდათ კოცონის აუცილებლად დანთება, დაიცავით მანძილი, მინიმუმ 3 მეტრი ხისგან, ხმელი ბალახისგან, კარვისგან და ა.შ.

 

 

    ზიანი არ მიაყენოთ ხეებს! 

    არ დაყაროთ ნაგავი ტყეში!

 

 

   არ გააჩეროთ ტრანსპორტი ისეთ ადგილას, სადაც მისი პარკირება არ შეიძლება!

 

დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ დანთებული ცეცხლი(კოცონი)წამოსვლამდე ნამდვილად ჩააქრეთ!

ტყეში უყურადღებოდ დატოვებული ცეცხლი შეიძლება გადაიქცეს საშინელ ურჩხულად.

 

 

  დაიცავით დედა-ბუნება ხანძრისაგან !

  ხანძრის შემთხვევაში დარეკეთ 112

  ან 577 232 242,  577 242 935,  577 162 223

 

.


 

fShare
5
Pin It