ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

წაბლის ქერქის დაავადება

სერიოზული საფრთხის წინაშე დგას საქართველოში გავრცელებული წაბლის კორომები. ეს საფრთხე შექმნა წაბლის ქერქის სოკოვანმა დაავადებამ, ენდოტიამ (ეგრეთწოდებული „წაბლის კიბო“). დაავადების გამომწვევია პათოგენური სოკო Cryphonectria parasitica. ხის ქერქზე გაჩენილიჭრილობიდან სოკო იჭრება შიგნით და თანდათანობით ანადგურებს მერქნის   ჭურჭელ- ბოჭკოვან კონებს, რის გამოც იბლოკება მცენარის კვება და წყლის მიწოდება ნიადაგიდან. ეს ყველაფერი საბოლოოდ იწვევს ხის ხმობას. ხმობის პროცესი იწყება ხის წვეროდან. დაავადება მეტად საშიშია არა მარტო საქართველოში, არამედ   მთელ მსოფლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ დაავადების წინააღმდეგ აქამდე არ იქნა მიგნებული რაიმე ეფექტური საშუალება. თუმცა 2017-2018 წლებში ჩვენს მიერ ხორციელდება დაავადებულ წაბლნარებში ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდის გამოყენება.

ჩვენს მიერ ხდება ნიმუშების აღება ენდოტიათი დაავადებული წაბლნარებიდან,შემდ გომ კი ლაბორატორიულ პირობებში ჰიპოვირულენტური სოკოს გამოყვანა და მათი დაავადებული წაბლის ქერქის ქვეშ ჩასახლება. აღნიშნული ჰიპოვირულენტური სოკო წარმოადგენს Cryphonectria parasitica -ს ბუნებრივ მტერს. იგი იკვებება დაავადების გამომწვევი სოკოს მიცელიუმით, რის შედეგადაც პათოგენი სუსტდება და აღარ ეძლევა შემდგომი განვითარების საშუალება. ჰიპოვირულენტური სოკო დაავადებულ წაბლის ხეზე ჩასახლების შემდეგ მრავლდება იმ უბნებში და თანდათანობით ბუნებრივად ხდება მისი გავრცელების არეალის გაფართოება. ამჟამად ჰიპოვირულენტური სოკო ჩვენს მიერ ჩასახლებულია აჭარის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაავადებული წაბლნარების სხვადასხვა უბნებში.

2
1
3

Pin It