ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       

ქარ | ENG

Mobile menu

კოლხური ბზა

ბოლო წლებია  გადაშენების საფრთხე ემუქრება კოლხური ბზას, როგორც უნიკალურ რელიქტურ სახეობას.   ეს პროცესი მწვავედ მიმდინარეობს აჭარის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ბზის  კორომებშიც. ხმობის მიზეზს წარმოადგენს სოკოვანი დაავადება - ე.წ. „ ბზის სიდამწვრე ’’ , რომელმაც ბზის უნიკალური  კორომები თითქმის სრულიად გაანადგურა. დაავადების გამომწვევია პათოგენი სოკო „Cylindrocladium buxicola”. რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და რამდენიმე საათში მერქნის დაზიანებას იწყებს. 

აღნიშნულ სოკოვან დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ახალდაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მუქი ყავისფერი ლაქები, ფოთოლი კარგავს სიმწვანეს, თანდათან ხდება ქლოროტული და სცვივა.  ეს პროცესი მეორდება რამდენჯერმე, შემდეგ იწყებს ხმობას  მცენარის ტოტები და საბოლოოდ ბზაც ხმება. ბზის ხმობას იწვევს აგრეთვე, ბაქტერიები, ნიადაგის სოკოები, და უნაყოფო სოკოს მიცელიუმი, რომელის ზემოქმედებით  ზიანდება მცენარის ფესვის  ბუსუსები და მიმდინარეობს ლპობა, კვების რეჟიმი ირღვევა და მცენარე ჭკნება, ფოთლები ცვივა და ხმება. 

კოლხური ბზის ხმობის მიზეზად ითვლება  ინვაზიური მავნებელი „ბზის ალურა’’ Cydalima perspectalis, რომელიც საქართველოში პირველად 2014 წელს დაფიქსირდა. ალურას სამშობლო ჩინეთი, ინდოეთი და იაპონიაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთში მაღალგანვითარებულია დეკორატიული მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ასეთი გზით მოახერხა მავნებელმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხვედრა. „ბზის სიდამწვრისგან“ დასუსტებული და დაზიანებული ბზის კორომები ალურას მავნე მოქმედებით თითქმის მთლიანად გახმა.მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მასშტაბით გამოცხადებულ კოლხური ბზის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში რამდენჯერმე შეიწამლა ბზის კორომები ინსექტიციდით, შედეგი ვერ გამოიღო,ბზების ხმობა ვერ შეჩერდა.

ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის თიკერის სატყეოში განთავსებულ სანერგეში დავამუშავეთ და დავაკალმეთ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შერჩეული 300.ზე მეტი ბზის კალამი. რომლებსაც  ჩვენს მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით უტარდებათ პერიოდული დამუშავება ორგანული სასუქით და ფუნგიციდ „ფიტოსპორინით“. კალმების 90%-ზე მეტი გახარებულია და დაწყებული აქვს ვეგეტაცია.

1
2
4
3
5
6

Pin It