ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო სუბალპური ტყეების მდგრადობის შენარჩუნების მიზნით 2013 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამას ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებს.

რისთვისაც ყოველწლიურად იგეგმება არანაკლებ 100 ჰექტარი დეგრადირებული ტყის ფართობის შემოღობვა, გაწმენდა აჩიჩქვნა და სხვა სამუშაოები. აღნიშნულ პერიოდში დღემდე ღონისძიებები ჩატარებულია 550 ჰექტარზე მეტ დეეგრადირებულ ტყის ფართობზე, სადაც წარმატებით მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლება. ფოტოზე ასახულია ტყის ერთ-ერთი უბანი, კერძოდ შუახევის სატყეო ადმინისტრაციის შუახევის სატყეოს უბანი ღომა, კვ. 6, 31 ჰექტარი ფართობი, სადაც მეხუთე წელია ტარდება აღნიშნული ღონისძიება.

1
2
0
4
6
7

Pin It