ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

სააგენტოს შესახებ

აჭარის სატყეო სააგენტო შეიქმნა 2011 წლის 1 იანვარს აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55დადგენილების საფუძველზე. ის არის აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

   სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახ­ორ­ციელებლად კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს.

   სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბლანკი და ბეჭედი საქართვ­ე­ლოს მცირე სახელმწიფო გერბის და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონ­მდე­ბლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგა­რიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

   სააგენტოს აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთა ფორმებს ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

სააგენტოს მიზნები და ამოცანები

1. სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

ა) ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა;

ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპო­ნენ­ტების მდგრადი გამოყენება.

2. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;

ბ) ტყის ფონდის მართვა;

გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;

დ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;

ე) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.

სააგენტოს აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

ა) ტყის მონიტორინგის სამსახური;

ბ) ტყის მართვის სამსახური;

გ) ეკონომიკური სამსახური;

დ) ადმინისტრაციული სამსახური.

სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:

ა) ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია;

ბ) ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია;

გ) ქედის სატყეო ადმინისტრაცია;

დ) შუახევის სატყეო ადმინისტრაცია;

ე) ხულოს სატყეო ადმინისტრაცია.

fShare
0
Pin It