ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

სამსახურები

სამსახურები და მათი უფლებამოვალეობები

ადმინისტრაციული სამსახური

სამსახურის უფროსი: იამზე შავაძე   (5)77-41-44-60

სამსახურის უფლებამოსილებაა:

) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;

) სააგენტოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამის ანგარიშის მომზადება;

) განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება;

) ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;

) სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა კანონმდებლობის დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის) გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

) სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში;

) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის ხელშეწყობა;

) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფასაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისმოთხოვნათა შესაბამისად.

სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მანქანა - მექანიზმების აღრიცხვა - მოვლის და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, სააგენტოს მექანიზატორებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა. (11.04.2014 N 14)


ეკონომიკური სამსახური

სამსახურის უფროსი : ბელა დავითაძე (5)77-64-34-50

სამსახურის უფლებამოსილებაა:

) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;

) სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

) სააგენტოსათვის საანგარიშგებო პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ცენტრალიზებული წესით განკარგვა;

) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარება;

) საკრედიტო და სახაზინო დაწესებულებებში ყველა სახის საკრედიტო და საფინანსო ოპერაციების წარმოება;

) სააგენტოს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა და მათი სამმართველოში წარდგენა დამტკიცებული ფორმებისა და ვადების შესაბამისად;

) ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით კვარტალური განწერის მომზადება და სამმართველოში წარდგენა;

) სააგანტოს ბიუჯეტის ფორმირებასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება;

) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა, სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

) სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ფასების განსაზღვრა;

) აუქციონის ჩატარება.


ტყის მონიტორინგის სამსახური

სამსახურის უფროსი : რუსლან დავითაძე (5)77-16-22-23

სამსახურის უფლებამოსილებაა: (28.06.2013 N 17 ამოქმედდეს 2013 წლის 15 ივლისიდან)

) ტყის ფონდის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის ორგანიზება;

) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება;

) სააგენტოს უფროსის დავალებით ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;

) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოება;

) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;

) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება.


 ტყის მართვის სამსახური

სამსახურის უფროსი : ავთანდილ მახარაძე   (5)77-23-22-39

სამსახურის უფლებამოსილებაა: (28.06.2013 N 17 ამოქმედდეს 2013 წლის 15 ივლისიდან)

) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფაში მონაწილეობის მიღება;

) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;

) ტყითსარგებლობის დაგეგმვა;

) მერქნული რესურსებით სარგებლობის ყოველწლიური მოცულობის განსაზღვრა;

) სატყეო ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ტყეკაფების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

) სალიცენზიო ობიექტის და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;

) ტყითსარგებლობის ხელშეკრულების დოკუმენტაციის მომზადება;

) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზება;

) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;

) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;

) ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა, სანერგეების მოწყობის, მეთესლეობის საქმის და ტყის კულტურების გაშენების ორგანიზაცია;

) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების მიზნით წინადადებებისა და  პროგრამების შემუშავება; (11.04.2014 N 14)

) ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის პროექტის მომზადება ან/და პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობა-მოწყობა, ასევე არსებული გზების შეკეთებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოთა განხორციელება. (11.04.2014 N 14)


ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური

სამსახურის უფროსი : რეზო ვასაძე  (5)77-24-29-35

სამსახურის უფლებამოსილებაა: (11.04.2014 N 14)

ტყის ფონდში ფიტოსანიტარული კონტროლისა და ფიტოსანიტარული მონიტორინგის განხორციელება;

) ტყის ფონდში მავნებელ-დაავადებების გავრცელების არეალისა და ინტენსივობის დადგენა, GPS - კოორდინატებისა და ტყის ტაქსაციური მაჩვენებლების ჩვენებით;

) ტყის მცენარეულობის მავნებლების (მწერები, ტკიპები, ნემატოდები და სხვა) და დაავადებების გამომწვევი პათოგენების (სოკოების, ბაქტერიების, ვირუსების და სხვა) სახეობრივი შემადგენლობის დადგენა, მათი სიმპტომების აღწერა და ბიოლოგიის ძირითადი თავისებურებების შესწავლა საველე და ლაბორატორიულ პირობებში;

) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებლების და დაავადებების კერების გამოვლენა, მათი მასობრივი გავრცელება-განვითარების და მოსალოდნელი ზიანის პროგნოზირება;

) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებელ - დაავადებების მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ლოკალიზაცია და მათი კერების ლიკვიდაციის განხორციელება;

) ტყის მცენარეულობის საშიში მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ეკოლოგიურად უსაფრთხო, მეცნიერულად დასაბუთებული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;

) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახე­ობ­რივი შემადგენლობის გაუმჯობესების, მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

) ტყის დაცვის მიზნით განხორციელებულ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;

) მავნებელ-დაავადებებისაგან გამოწვეული გამხმარი კორომების გამოვლენა, რომელიც ხანძრის გაჩენის საფრთხეს წარმოადგენს;

) ხანძარსაშიში ტყის უბნების გამოვლენა

) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.