ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

ბუნების ძეგლები ,,წითელი ნუსხის სახეობები''

გოდერძის ნამარხი ტყე

ადგილმდებარეობა: ადიგენის რ-ნი და აჭარის არ, ხულოს რ-ნი, მლაშისა და რიყეთის სასოფლო საბჭოები, მდინარეების-ქობლიანისა და აჭარისწყლის ზემო შემდინარეთა აუზები. ზღვის დონიდან 1600-2100 მ სიმაღლეზე.

ძეგლის ღირშესანიშნაობა. ძეგლი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ბუნების უიშვიათესი საოცრება, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოს მიწაზეა მიკვლეული მას კაჟის ტყესაც უწოდებენ. გეოლოგ დ. ყანდაშვილის მიხედვით, კაჟი_სილიციუმის ორჟანგი_ ბუნებაში ყველაზე გავრცელებულუი მინერალია. კაჟია ანკარა წყაროს წყალივით გამჯვირვალე მთის ბროლიც და ნაირფენი ქალცედონიც ანუ ტექნიკური კაჟი. და აი, სწორედ ამ უკანასკნელისაგან შედგება გაკაჟებული ტყე..

მილიონი წლის წინათ იქ ხარობდა ტყე, რომელიც შემდეგ ვულკანური ქანებით გადაიფარ, დროთა განმავლობაში ქანებში მოყოლილი ხის ნაწილები დალპა და მიწის სიღრმეში დარჩა მათი ფორმისა და ზომის სიცარიელე. ალაგ_ალაგ საუკეთესოდ არის შემონახული პალმისა და სითბოს მოყვარული ფოთლოვანი მცენარეების, განსაკუთრებით დაფნისნაირების ფითლების ანაბეჟდი, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ამ პერიოდში ჩვენში ტროპიკული ჰავა ყოფილა და შესაფერისი მცენარეები ხარობდნენ აქ ნაპოვნია პალმები, მაგნოლიები, დაფნები, მირიკსსებურნი, საპინდუსისებურნი, მირტისებურნი, ერთი მხრივ და ტირისებურნიი, არყი, რცხილა, წიფლისებრნი-მეორე მხრივ. გოდერძის ფლორის ასაკს ქვედაპლიოცენურად განსაზღვრავენ. მცენარეული ნაშთები გამოსახულია ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებით და ფოთლების ანაბეჭდებით, რომლებიც მოქცეულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფში. ზოგიერთი ხე ვერტიკალურ მდომარეობაშია დამარხული, ზოგიც წაქცეულია. Eეს უკანასკნელი დიდძალ მცენარეულ ნაშთებს შეიცავს, რაც მოწმობს ვულკანური ამოფრქვევის დროს ამ ადგილას ტყის არსებობას. ,,გოდერძის ფლორა“ შედგენილია ტროპიკული და ზომიერი ჰავისათვის დამახასიათებელი მცენარეების ნარევით (მარადმწვანე და ფოთოლცვენადი სახეობებით) მკაცრ დაცვას მოითხოვს მეცნიურული მნიშვნელობის გამო, მით უმეტეს რომ არ ერიდებიან მის ხელყოფას, რადგან ხელნაკეთობისათვის გამოსადეგი მასალაა.

ინფორმაციის წყარო: გურამ ხომერიკი; საქართველოს “წითელი წიგნი” 1982

ქვაკაცა სვეტი

ადგილმდებარეობა. შუახევი, აჭარა იმერეთის ქედის სამხრულ ტოტზე, ზღვის დონიდან 2350 მ სიმაღლეზე. გეოგრაფიულ რუკებზე აღნიშნულია როგორც ,,ქვაკაცის შთენილი”. შუახევიდან მთის ბილიკებით აღმართში, ან აჭარა-იმერეთის ქედის გადმოლახვით გურიიდან (ბახმაროდან ან ვაკიჯვარიდან). მისვლა შეიძლება მხოლოდ ფეხით ან ცხენით.

ძეგლის ღირშესანიშნაობა. ძეგლი ღირებულია მთელი კავკასიის მასშტაბით. მთა ხინოდან სამხრეთისაკენ გამოწვდილ ქედზე, მდ. ჭვანისწყლის მარჯვენა მხარეს მდინარე-ხევასღელის სათავეში ამართული სხვადასხვა განზომილების სამი შთენილი, რომლებიც გამწკრივებულია ერთ ხაზზე. უდიდესი მათგანის შეფარდებითი სიმაღლე 7 მეტრია, დიამეტრი-4,5-5 მ. იგი რამდენადმე მოგვაგონებს ადამიანის ქანდაკებას, საიდანაც წარმოსდგა მისი სახელწოდება ,,ქვა კაცა” და გავრცელებული ამავე სახელწოდების თქმულება. მეორე შთენილის სიმაღლეა 5 მ, სიგანე _2 მ. მესამე კი უფორმო ლოდს წარმოადგენს.

ურთხელი – უთხოვარი

ადგილმდებარეობა: მდებარეობს ქედის სამ-შორისო მახუნცეთის სატყეო,   კვ. 17, ლიტ. 3ა და 7. ქედის რაიონის სოფელ ქვედა მახუნცეთი ყოფილი ქედის აგროსატყეო მეურნეობის მახუნცეთის სატყეო კვ. #17 ლიტერი და 7 15 ჰექტარზე ჯგუფურად გავრცელებულია მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტი-უთხოვარი (თახუს ბაცცატა) და კოლხური ბზის (Bუხუს ცოლცჰიცა)

ძეგლის ღირშესანიშნაობა. მესამეული პერიოდის ერთ-ერთი იშვიათი რელიქტური სახეობაა. გხვდება სპორადულად პატარ-პატარა ჯგუფების, ან ერთეული ხეების სახით, საერთო რაოდენობით 75-80 ძირი, საშ. დიამეტრით 12 სმ, საშ. სიმაღლე 15 მ  

ურთხელი წიწვოვანი მცენარეა, მაგრამ ნაძვის, ფიჭვის, სოჭისაგან განსხვავდება იმითი, რომ გირჩებს არ ივითარებს. ხორცოვან თანათესლში თესლები თითო_თითოდ სხედან ტოტებზე. მომწიფებისას (სექტემბერ-ოქტომბერი) ტკბილი წვენი ივსება და წითელი ან მარჯნისფერი ხდება. უთხოვარი ფისოვან ნივთიერებას არ გამოყოფს. ბუნებრივად გავრცელებულია კარპატებში, ყირიმში, კავკასიასა და ბალტიისპირეთში. წარსულში მისი არეალი გაცილებით ფართო იყო, ამჟამად მთელ ევროპაში იგი ხელოვნურადაა ადგენილი. მერქნის სიმაგრისა და მოწითალო ფერის გამო ურთხელს სხვა სახელებიც აქვს: ,,წითელი ხე“, ,,უდამპალი“, წყალში არ ლპება, თუმცა რამდენადმე ფერს იცვლის. სწორედ ამ თვისებების გამო იგი გამოიყენებოდა საავეჯო საქმეში და მეტოქეობას უწევდა თვით ბრაზილიულ წითელ ხეს. ამჟამად (მცირე რაოდენიბის გამო) არავითარი სამრეწველო მნიშვნელობა არა აქვს. უთხოვარი ფრიად გამძლეა სოკოვანი დაავადების მიმართ Mმას ვერაფერს აკლებენ მავნე მწერებიც. იმის გამო, რომ წიწვები და ყლორტები შეიცავენ შხამიან ნივთიერებას (ტრაქსინს), ხის ამ სახეობას არ ეტანებიან ჩლიქოსანი ცხოველები. მცენარეები ყველა სხვა საუკეთესო თვისებებთან ერთად შეუდარებელია საპარკო მეურნეობაში: მარადმწვანეა, ლამაზი წიწვებითა და წითელი, იშვიათი თანათესლებით.

ნიკო კეცხოველის მიხედვით საქართველოში, უთხოვარს ქალებს მზითვად ატანდნენ ვენახის ჭიგოს სარად. ასეთი ჭიგოები ას წლამდე ძლებდა. უთხოვრისაგან აგებული ოდა-სახლი სასახლედ ითვლებოდა. მორებს იყენებდნენ ეკლესიის მშენებლობაში, ვხვდებით 400-500 წლის წინათ ნაგებ ციხეებს, რომლებსაც დატანებული აქვთ უთხოვრის ძელი. უთხოვარი ზუსტად ამ თვისებებმა მოსპო, ან მინიმუმამდე დაიყვანა მთელ მსოფლიოში და ჩვენშიაც. ამჟამად იგი ყველაზე კარგად საქართველოშია შემორჩენილი აღნიშნული ტერიტორია, როგორც მდინარის აკრძალული 1 კმ-იანი ტყის ზოლო, საგანგებოდაა დაცული, როთაც ასევე ნარჩუნდება ძვირფასი თევზის საქვირითე ადგილები. კარგი იქნებოდა კორომის მისადგომებთან დადგმულიყო სათანადო წარწერიანი აბრები, რომელიც მნახველს გააცნობს და მიუთითებს ამ ტერიტორიაზე არსებულ იშვიათ სახეობაზე.

კოლხური ბზა

ადგილმდებარეობა: ხელვაჩაური მირვეთი

ძეგლის ღირშესანიშნაობა. კოლხეთის ძვირფასი ფლორისტული ელემენტი კოლხური ბზის კორომი, მსოფლიო მნიშვნელობის დაცული ძეგლია. კოლხური ბზა Bუხუის ცოლცჰიცა წარდგენილია მსოფლიოს ბუნების დაცვის საერთაშორისო ცენტრში როგორც საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა. კოლხური ბზის სიმაღლე 8-10 მ სიმაღლეს აღწევს, დიამეტრით 16-24 სმ, ასაკი დაახლოებით 250-300 წელი. შეტანილია, საქართველოს “წითელი ნუსხასა” და საქართველოს ,,წითელ წიგნში” დაცული სახეობაა. ძეგლს მინიჭებული აქვს ასევე მაღალკონსერვაციული ღირებულების მქონე ტყის კორომების სტატუსი

მწვანე ტბა

ადგილმდებარეობა: ზემო აჭარაში, გოდერძის ზეკარის გადაღმა ერთი პატარა ტბაა. მწვანე ტბას უწოდებენ მას ადგილობრივი მკვიდრნი.

ძეგლის ღირშესანიშნაობა. აჭარაში თავისი სიდიდითა და სიღრმით გამოირჩევა დიდი მწვანე ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2040 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბას მოგრძო ოვალური ფორმა აქვს, უდიდესი სიგრძე – 430 მ-ია, სიგანე კი 180 მ, უდიდესი სიღრმე 18-20მ-ია და ის ტბის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ტბის ფართობი 45 ათას მ-ია. იგი საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით, თოვლის ნადნობი და გრუნტის წყლებით. ტბისთვის დამახასიათებელია დონის რყევადობა, რაზედაც მეტყველებენ სანაპიროზე გამორიყული მორების, ტოტებისა და ფოთლების ზოლისმაგვარი განლაგება, გარდა ამისა დონის რყევადობის აშკარა მაჩვენებელს წარმოადგენს მინიატურული ტერასების არსებობა. ტბის ირგვლივ 16 ტერასია, რომელთა საშუალო სიმაღლე 4-5 მ-ია, ხოლო სიგანე 11-22 სმ იყო. მწვანე ტბის ქვაბულს ვარცლისებრი ფორმა აქვს, ოდნავ ჩრდილოეთისაკენ დახრილი ფსკერით. ტბის ზედა ფენებში წყლის ტემპერატურა 11-12 გრადუსი, ხოლო ფსკერთან კი 6 გრადუსიუზარმაზარ მთებს შორის ჩაკარგულა ბუნების ეს მშვენება. ტბის უშუალო სიახლოვით უმთავრესად თეთრი მარმარილოს სვეტებად ზამოსხმული ახალგაზრდა წიფლები ხარობენ. ზამთარში აქ უსასრულოდ ღრმა თოვლი და ხშირი ქარბუქი იცის. მძიმე ტვირთად აწევს ჭირვეული ზამთარი წიფლებს. წელში მოხრილან საბრალონი. მაინცადამაინც არც ადრე გაზაფხულმა იცის თავზე ხელის გადასმა. Gგამდნარი თოვლისაგან წარმოქმნილი ნაჟური წყლები ჯერ თავს იყრიან, შემდეგ ძალას იკრებენ, აბობოქრდებიან და მთათა ფერდობებს შავ დღეს აყრიან. ამორეცხილი მიწა და წიფლების დაშიშვლებული ფესვებია გაავებული სტიქიის უტყვი დასტური. ასე გრძელდება წლიდან წლამდე. ამიტომაცაა, რომ ფეხაწყობილ, მწობრში მიმავალ ჯარისკაცებს დამსგავსებიან მთამაღალში მოზარდი დიდებული ხენი. ასე უკან მოუხედავად მაინც სად მიიჩქარის წიფელთა ეს ჯარი? ალბათ, ტბისკენ, რათა დატკბნენ კამკამა წყალში არეკლილი თავიანთი ახალგაზრდა, უმშვენიერეს ზროთა ჭვრეტით. მთის ამ პატარა ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებენ, ადამიანის სულს კი _ ბუნების ასეთი, იშვიათი ძეგლებით დამშვენებული მამულის მიწა-წყალი.   (არ. გეგეჭკორი)  

ინფორმაციის წყარო: მ. ქემხაძე აჭარის მაღალმთიანი ზონის ზომიერი ტბების გენეზისის, მორფომეტრიისა და თავისებურებათა შესახებ.. ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები. 13. ბათუმი 1968

არ გეგეჭკორი, დედაბუნება

 

რელიქტური-ჭოროხის

მუხის ძვირფასი კორომი


ადგილმდებარეობა. გავრცელებულია მდ. აჭარისწყლის ხეობის გასწვრივ, შერეულ ფართოფოთოვან ტყეებში გავრცელებულია საქართველოს ფლორის რელიქტი-ჭოროხის მუხა-дуб чорохский-Qუერცუს დსცჰოროცჰენსის, მდებარეობს ქედის სამ. სატ. მ. ბა. სოფელი დანდალო, უბ. ,,გორგივლი”, კვ. 5, ლიტ. 7-8-10-11

ღირსშესანიშნაობა. რომელიც თავისი გავრცელების მცირე არეალის გამო, შეტანილია საქართველოს ,,წითელ ნუსხაში”. ძეგლს მინიჭებული აქვს ასევე მაღალკონსერვაციული ღირებულების მქონე ტყის კორომების სტატუსი.

წაბლნარ-წიფლნარი დიდხნოვანი ბზის ქვეტყით

ადგილმდებარეობა: ხელვაჩაურის რაიონი სოფ. ხერთვისი

ძეგლის ღირსშესანიშნაობა. წაბლი როგორც გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, (მოსახლეობის მიერ დამზადება და ბოლო წლებში მასზე გაჩენილი სოკოვანი დაავადება ენდოთიოზის გამო) შეტანილია საქართველოს “წითელ ნუსხაში”. Aმავე კორომში ქვეტყის სახით, გავრცელებულია იშვიათი რელიქტური სახეობა, კოლხეთის ძვირფასი ფლორისტული ელემენტი კოლხური ბზა, სადაც იგი 8-10 მ სიმაღლეს აღწევს, დიამეტრით 16-24სმ, ასაკი დაახლოებით 250-300 წელი. ძეგლს მინიჭებული აქვს ასევე მაღალკონსერვაციული ღირებულების მქონე ტყის კორომების სტატუსი.

ჩვეულებრივი წაბლი

ადგილმდებარეობა: ქობულეთის რაიონი, წყავროკა

ძეგლის ღირსშესანიშნაობა: ჩვეულებრივი წაბლი საქართველოს “წითელი ნუსხისა” და “წითელი წიგნის” ბინადარი სახეობაა. მისი მერქანი ძვირფასი და მაგარია. კარგი საშენი და საავეჯო მასალაა, ჩვენში დღესაც ვხვდებით წაბლის მასალისაგან ნაგებ ოდა_სასახლეებს, მისგან დამზადებულ მაღალი ხარისხის ავეჯს, ხის ჭურჭელს, მას აქვს აგრეთვე დეკორატიული ღირებულებაც. ნორმალურ პირობებში აღწევს 35 მეტრ სიმაღლეს, ხოლო მისი დიამეტრი კი 1,5-2 მეტრს. გამოირჩევა დღეგრძელობითაც- 500 წლამდე ცოცხლობს. წაბლის ნაყოფს საუცხოო საკვები ღირებულება აქვს, მისგან 160 მეტ ძვირფას საკვებს ამზადებენ, ნაყოფი მომრგვალო ბუდეში ზის გარედან იგი ნემსების მსგავსი ეკლებითაა მოფენილი. წყავროკაში მოზარდი ჩვეულებრივი წაბლის სიმაღლე 20 მეტრამდეა ღეროს დიამეტრი კი 175 სმ.    

შავი ტბა “ყარა გიოლი”

ადგილმდებარეობა: სოფ. ხიხაძირის საზაფხულო საძოვრები ,,სარიჩაირი”

იგი მოქცეულია მთის ფერდობებს შორის, იკვებება წვიმისა და ნაჟური წყლებით. მისი ზომებია სიგრძე-150 მ, სიგანე-50 მ. ადრე გაზაფხულზე უფრო დიდი ზომისაა, ხოლო, ზაფხულში კი პატარავდება. ხალხი ამტკიცებს, რომ ტბას აქვს „თვალი“ ანუ იდუმალი გასასვლელი. დიდი ტბის ქვემოთ პატარა ტბაა. ამ ტბის ძირში გამოდის წყარო, რომელსაც, მოსახლეობა სასმელად იყენებს. ტბასთან დაკავშირებულია თამარისდროინდელი ლეგენდა. რომელიც ჩაუწერია დიდ ქართველ მეცნიერსა და მოგზაურს თ.სახოკიას, რომელიც შემდეგ, შეუტანია თავის წიგნში ,,მოგზაურობანი“.

ლეგენდა მოგვითხრობს:

თამარ მეფეს ერთი ურჩი ზანგი ტყვე ჰყოლია,. ზანგი გაქცეულა. თამარს კი მდევარი დაუდევნებია, მდევარს ტყვე შეუპყრია მაგრამ, ტბასთან მისულებს ზანგი ხელიდან გასხლტომიათ და ტბაში ჩამხტარა. მდევრებს ყოველი ღონე უხმარიათ, მაგრამ ვერ უპოვიათ. ასეთ საზარელ შემთხვევებს შემდეგშიც ხშირად ჰქონია ადგილი. სავარაუდოა, რომ, ამის გამო თუ შეარქვა ხალხმა ტბას- შავი ტბა (,,ყარა გიოლი“).

,,ქოჩახის საცივი“

მთისუბანი იგივე, „ქოჩახი“- აბუსერიძეთა და შემდგომ აჭარის უკანასკნელ გამგებელ ხიმშიაშვილთა საზაფხულო რეზიდენცია. ტყის ძირას, შემაღლებაზე ბუნებრივი „მაცივარია“. ადგილობრივები მას „ქოჩახის საცივს“ეძახიან.

ესაა მთის გულში უზარმაზარ ლოდებს შუა გაჩენილი ნაპრალი,რომელშიც სამამდე კაცი თავისუფლად მობრუნდება.მისი სიგრძე 340სმ-ია, სიგანე 210, სიმაღლე 135. „საცივში ტ- 2-3 გრადუსამდეა.საინტერესო სწორედ, ისაა, რომ გარემოს ტემპერატურის ზრდასთან ერთად შიგნით ტემპერატურა დაბლდება.

ბუნების ეს საოცრება არ უნდა იყოს ზედაპირული მოვლენა. აქ, ახლო-მახლო დიდი მიწისქვეშა მღვიმეა სავარაუდებელი. ბუნებრივ მაცივარში მალფუჭებად პროდუქტებს დღესაც ინახავს მოსახლეობა. ინფორმაციის პირველწყაროდ გამოყენებულია ე.დავითაძის წიგნი „სოფლის აღმაშენებელი“.

ქვასვეტი

ხულოს რაიონი, სოფ. კალოთაში ,,ქოხნარა“ სოფლის კარიბჭესთან გზის მარჯვენა მხარეს

fShare
16
Pin It